მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-მა უკრაინას $1,85 მილიარდი გამოუყო

63a38c028c5e3
ალა ისპირიანი
22.12.22 02:30
530
აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის ფარგლებში უკრაინის უსაფრთხოებისთვის დამატებით $1,85 მილიარდის დახმარების გამოყოფის შესახებ განაცხადა.

ბაიდენის თქმით, აშშ უკრაინის გვერდით იქნება, მანამ ამის საჭიროება იქნება. 

დახმარების ახალი პაკეტში კი შედის: „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის ბატარეა და საბრძოლო მასალა; დამატებითი საბრძოლო მასალა HIMARS-ებისთვის; 500 მაღალი სიზუსტის საარტილერიო 155 მმ ჭურვი; ნაღმტყორცნები და ჭურვები მათთვის; 120 მაღალი მობილურობის მრავალფუნქციური ბორბლიანი მანქანა (HMMWVs); ჯავშანტექნიკა, საბრძოლო მასალა , აღჭურვილობა, ტაქტიკურად დაცული კომუნიკაციის საშუალებები.

პენტაგონის განცხადებით, პატრიოტის სისტემა უკრაინისთვის მანამდე გადაცემული საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს გააძლიერებს. 

საერთო ჯამში, შეერთებულმა შტატებმა უკრაინის უსაფრთხოებისთვის 21,9 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო. ამასთან, როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, უკრაინისთის სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარებისთვის 374 მილიონ დოლარზე მეტი USAID-მა გამოყო.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში 21 დეკემბერს ჩავიდა. ომის დაწყების შემდეგ ეს უკრაინის პრეზიდენტის  საზღვარგარეთ პირველი ოფიციალური ვიზიტია. ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრ სახლში განაცხადა, რომ ვიზიტის ფარგლებში ის აშშ-ს კონგრესსაც მიმართავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები