მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-მა უკრაინისთვის $400-მილიონიანი სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფა გადაადო

უკრაინა, აშშ და რუსეთი

აშშ-ის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის განკუთვნილი $400-მილიონიანი სამხედრო დახმარების პაკეტის გაცემა შეაჩერა. ეს ინფორმაცია სენატის კომიტეტის სხდომაზე, ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, პიტ ჰეგსეტისა და აშშ-ის არმიის გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელის, გენერალ დენ კეინის მოსმენისას დემოკრატმა სენატორმა დიკ დურბინმა გაააჟღერა.

"ცოტა ხნის წინ თეთრმა სახლმა გვამცნო, რომ ფული, რომელიც უკრაინისთვის კონგრესის მიერ იყო დამტკიცებული, მომავალი პრეზიდენტის დანიშვნამდე ქვეყანას ვეღარ გადაეცემა?" - ჰკითხა დურბინმა გენერალ დენ კეინს.

თავად კეინმა უპახუა, რომ ამ გადაწყვეტილების შესახებ ის ინფორმირებული არ ყოფილა.

როგორც შემდგომ დემოკრატმა სენატორმა განმარტა, თეთრმა სახლმა უკრაინისთვის განკუთვნილი $400 მილიონის გადაცემის საკითხი ფისკალური 2029 წლისთვის გადადო, რაც ნიშნავს, რომ პრეზიდენტ ტრამპის მმართველობის დარჩენილ წლებში ეს ტრანზაქცია აღარ შედგება.

ცნობისთვის, უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტი აშშ-ის კონგრესს უკვე დამტკიცებული ჰქონდა და საბოლოო გადაწყვეტილება დონალდ ტრამპს უნდა მიეღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები