მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-მა უკრაინისთვის თითქმის $1-მილიარდიანი დახმარების პაკეტი დაამტკიცა

აშშ უკრაინა

ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის ახალი დახმარების პაკეტის შესახებ აცხადებს. კერძოდ, აშშ-მა უკრაინას თითქმის 1 მილიარდი დოლარის ღირებულის დახმარების პაკეტი გამოუყო. აღნიშნულის შესახებ შტატების თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებიდან ხდება ცნობილი.

საუბარია უკრაინის საფრენი აპარატებით და სხვა სახის აღჭურვილობით უზრუნველყოფაზე.

"დღეს, თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინისთვის საგრძნობ ახალ უსაფრთხოების დახმარების პაკეტს გამოყოფს, რომელიც ქვეყანას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ გამარჯვებისთვის საჭირო ინსტრუმენტებით უზრუნველყოფს.დახმარების ახალი პაკეტი დამატებით $988 მილიონიან მხარდაჭერას ითვალისწინებს, რომელიც უკრაინას უზრუნველყოფს სარაკეტო სისტემების აღჭურვილობითა და უპილოტო საჰაერო სისტემებით. ეს პაკეტი, ასევე, მოიცავს ტექნიკური და სარემონტო პროგრამების მხარდაჭერას, რომელიც დაეხმარება უკრაინას აღადგინოს შეიარაღებული ძალები, განავითაროს და შეინარჩუნოს საბრძოლო ძალა", - ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ეს ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან უკრაინისთვის 22-ე დახმარების პაკეტია. როგორც თავდაცვის დეპარტამენტი აცხადებს, აშშ გააგრძელებს უკრაინის დახმარებას იმისათვის, რომ რუსეთთან ომი მოიგოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები