მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-მა უნგრეთის ატომური ენერგიის პროექტზე სანქციები მოხსნა

პაკში

აშშ-მა სანქციები მოხსნა პაკშის ატომური ელექტროსადგურის გაფართოების პროექტზე — ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ განაცხადა.

მინისტრის თქმით, პაკშის პროექტი მნიშვნელოვანია ქვეყნის გრძელვადიანი ენერგოუსაფრთხოებისა და კომუნალური ხარჯების შემცირებისთვის.

„პაკშის ატომურ ელექტროსადგურში ინვესტიცია უნგრეთის გრძელვადიანი ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კომუნალური ხარჯების შემცირების გარანტიას იძლევა“, — თქვა სიიარტომ.

„ბლუმბერგის“ ცნობით, ბუდაპეშტის სამხრეთით მდებარე პაკშის სადგური ერთ-ერთ საკამათო პროექტად იქცა მას შემდეგ, რაც მისი გაფართოების პროცესში აქტიურად ჩაერთო რუსეთის სახელმწიფო ატომური კომპანია „როსატომი“.

პროექტი სანქციების სიაში მას შემდეგ მოხვდა, რაც რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. გაფართოების გეგმა მოიცავს ორი ახალი რეაქტორის აშენებას რუსეთის მონაწილეობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები