ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის მდივნის, ჯანეტ იელენის განცხადებით, ვაშინგტონი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციების პაკეტს ამზადებს, რომლის მიზანიც, მესამე ქვეყნების შეზღუდვის გზით, რუსეთის შეჩერება იქნება.
იელენის განცხადებით, სანქციები დაუწესდებათ, იმ სახელმწიფოებს, კომპანიებსა და ინდივიდებს, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.
გარდა ამისა, იელენმა აღნიშნა, რომ დიდი შვიდეული და ევროკავშირი ახლოს არიან უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის სესხის შესახებ შეთანხმებასთან, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება გაყინული რუსული აქტივებით.