აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მისი ადმინისტრაცია გაზსადენ Nord Stream 2-ის მშენებელ კომპანიას Nord Stream 2 AG-ს სანქციებს დაუწესებს.
ამის შესახებ ამერიკული მედია იტყობინება.
„დღეს მივეცი ბრძანება ადმინისტრაციას Nord Stream 2 AG-ის და მისი კორპორაციული ოფიცრების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ“, - აღნიშნავს ბაიდენი განცხადებაში, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს.
ცნობისთვის, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გუშინ განაცხადა, რომ გერმანიამ გადადგა ნაბიჯები Nord Stream 2-ის სერტიფიცირების პროცესის შესაჩერებლად. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი მთავრობა იღებს ზომებს უკრაინაში რუსეთის აგრესიული ქმედებების საპასუხოდ.