აშშ-ის სახდეპის პრესსპიკერი მეთიუ მილერი აცხადებს, რომ ამერიკა ქართველი ხალხის მხარესაა.
"ნათლად განვაცხადეთ, რომ ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ ნაბიჯებით, რაც მათ [ქართულმა ოცნებამ] ევროპასთან უფრო დიდი ინტეგრაციის გზიდან გადასახვევად გადადგეს.
თქვენ უკვე ნახეთ, რომ სანქციები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ დავაწესეთ, დავაწესეთ სავიზო შეზღუდვები, მივიღეთ სხვა ზომები, საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარი შევაჩერეთ.
სანქციების შესახებ განცხადებები როდესაც გვექნება გავაკეთებთ“, - განაცხადა მილერმა.
აშშ-მ, მას შემდეგ, რაც „ოცნებამ“ ევროინტეგრაცია 2028 წლამდე „დღის წესრიგიდან მოხსნა“, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა.