მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ რუსულ RT-ს, Sputnik-ს და მარგარიტა სიმონიანს სანქციებს უწესებს

სპუტნიკი

აშშ-მა რუსული მედიაჯგუფი Rossiya Segodnya და მისი შვილობილი კომპანიები RT, Sputnik-ი, RIA Novosti, TV-Novosti და Ruptly, ასევე ათამდე ფიზიკური პირი, მათ შორის RT-ის აღმასრულებელი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი დაასანქცირა. როგორც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, სანქციების მიზეზი ზემოთ ჩამოთვლილი პირების მიერ აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობები გახდა.

“რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული აქტორები დიდი ხანია იყენებენ სხვადასხვა ინსტრუმენტებს, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, ე.წ. deep fake-ები და დეზინფორმაცია, რათა შეარყიონ ნდობა შეერთებული შტატების საარჩევნო პროცესებისა და ინსტიტუტების მიმართ”, - აღნიშნულია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციაში.

RT რუსული სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მედიაგამოცემაა, რომელმაც საერთაშორისო მაუწყებლობა 2005 წელს დაიწყო. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, 2024 წლის დასაწყისში, RT-მ დაიწყო ამერიკელი ინფლუენსერების დაქირავება, რათა გავლენა მოეხდინა მიმდინარე წლის საარჩევნო პროცესზე. „RT იყენებდა გარე კომპანიას, რათა თავისი და რუსეთის მთავრობის ჩარევა შეენიღბა”, - წერს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები