მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ს აუცრელ კოვიდპაციენტებზე სამედიცინო ზრუნვა 3 თვეში $5.7 მლრდ დაუჯდა

6142f26746356
თათია კაკიაშვილი
16.09.21 23:00
600
2021 წლის ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით ამერიკას აუცრელ კოვიდპაციენტებზე სამედიცინო ზრუნვა 5.7 მილიარდი დოლარი დაუჯდა. ამერიკული "ფორბსის" ცნობით, ეს შედეგები კვლევით კომპანია Kaiser Family Foundation-ს ეკუთვნის, რომლის მიხედვით, თითოეული მოქალაქის შემთხვევაში, COVID-საავადმყოფოს გადასახადი საშუალოდ 20 ათასი აშშ დოლარია. 

ცხადია, ჰოსპიტალიზაციის ხარჯები პაციენტების ასაკის, სამედიცინო ისტორიის და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის მიხედვით, განსხვავებულია. კვლევაში აღნიშნულია, რომ ძირითადი გართულებები და, შესაბამისად, ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაცია უმეტესად ზრდასრულ მოქალაქეებში გახდა საჭირო, მათ შორის, ნაწილს - ქრონიკული დაავადებები ჰქონდა, ნაწილთან კი ვირუსით რეინფიცირება ფიქსირდებოდა. კვლევაში ასევე გამოყოფილია რამდენიმე ათეული აუცრელი პაციენტი, რომლის ჰოსპიტალიზაციისთვის 20 ათას დოლარზე გაცილებით მეტი - თითქმის 42 ათასი დაიხარჯა.

ცნობისთვის, COVID-საწინააღმდეგო ვაქცინები, რომლებიც დღესდღეობით მსოფლიო მასშტაბით გამოიყენება, უსაფრთხო და მაღალეფექტიანია სერიოზული დაავადებების, ჰოსპიტალიზაციის და ვირუსით სიკვდილიანობის პრევენციისთვის. ვაქცინები მაღალი ეფექტიანობით გამოირჩევა სწრაფად გავრცელებადი დელტა შტამის წინააღმდეგაც. მოსახლეობის ვაქცინაცია დედამიწის ყველა წერტილში უფასოდ მიმდინარეობს და მოქალაქეებს პრეპარატის ღირებულების მცირე ნაწილის გადახდაც კი არ უწევთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები