მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ს და საფრანგეთის პრეზიდენტები მოუწოდებენ „ქართულ ოცნებას“, პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს, ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით

ბაიდენი მაკრონი

თეთრი სახლის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, პრეზიდენტები ემანუელ მაკრონი და ჯო ბაიდენი მოუწოდებენ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“, პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით

პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებაში საქართველოზე საუბარია მოლდოვას, დასავლეთ ბალკანეთის და სამხრეთ კავკასიის ნაწილში.

„პრეზიდენტები მოუწოდებენ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“, პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით. შეერთებული შტატები და საფრანგეთი მხარს უჭერენ სამხრეთ კავკასიაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართლის პატივისცემაზე, ასევე სუვერენიტეტის, საზღვრების ხელშეუხებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებზე. ისინი მხარს უჭერენ შემდგომ რეგიონულ ინტეგრაციას სამხრეთ კავკასიაში, რეგიონის ყველა ხალხების საკეთილდღეოდ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

რაც შეეხება მოლდოვას, პრეზიდენტები აღნიშნავენ, რომ გააგრძელებენ ძალისხმევას, რათა გაძლიერდეს მოლდოვას მდგრადობა რუსეთის დესტაბილიზაციის მცდელობების მიმართ. ასევე ხელს შეუწყობენ დემოკრატიის და ადამიანის უფლებების გაძლიერებას.

თეთრი სახლის ინფორმაციით, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საფრანგეთში ვიზიტის მყოფ ამერიკელ კოლეგას, ჯო ბაიდენს ნორმანდიაში მოკავშირეთა ძალების გადასხმის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების შემდეგ უმასპინძლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები