7 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოზე დებატები გაიმართება. ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დარღვევის შემთხვევებთან დაკავშირებული დებატების ფარგლებში, ევროპარლამენტში საქართველოს, ირანისა და აზერბაიჯანის შემთხვევებზე იმსჯელებენ. საქართველოზე დებატების მთავარი თემა იქნება მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მცდელობები აკრძალოს ოპოზიციური პარტიები.
დებატების შემდეგ, 8 ოქტომბერს, ევროპარლამენტი კენჭს უყრის რეზოლუციას „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ.
























