ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ იმსჯელებენ. დებატების თემაა „პაატა ბურჭულაძისა და პოლიტიკური პატიმრების საქმე „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში". ევროპარლამენტი ამ საქმეში ფუნდამენტური უფლებებისა და დემოკრატიის პრინციპების დარღვევაზე იმსჯელებს,
ამას გარდა, ევროპარლამენტი 26 ნოემბერს საქართველოზე მორიგ რეზოლუციასაც უყრის კენჭს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს ევროპარლამენტმა 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. იმ ჯერზე დოკუმენტი ეხებოდა "ქართული ოცნების" მცდელობას, ქვეყანაში ოპოზიციური პარტიები აკრძალოს.
ახალი რეზოლუციით ევროპარლამენტი კვლავ მოითხოვს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე პასუხისმგებელი პირებისთვის, პირველ რიგში კი ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძისთვის სანქციების დაწესებას.
























