მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ს გადაწყვეტილება & ჯანმოს გავლენა

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, შეერთებული შტატები დატოვებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (ჯანმო). როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 20 იანვარს განაცხადა, გაეროს ჯანდაცვის ორგანომ არასწორად მართა COVID-19 პანდემია და ჯანდაცვის სხვა კრიზისები.

ტრამპის თქმით, ჯანმომ ვერ შეძლო დამოუკიდებლობის შენარჩუნება და "წევრი ქვეყნების არასათანადო პოლიტიკური გავლენისგან" გათავისუფლება. ამერიკის ლიდერი თვლის, რომ ორგანიზაციამ სხვა დიდ სახელმწიფოებთან შედარებით, როგორიცაა მაგალითად ჩინეთი, უსამართლოდ და არაპროპორციულად დიდი თანხები მიიღო შეერთებული შტატებისგან.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გაძარცვა შეერთებული შტატები, ამას ყველა აკეთებს. ეს აღარ მოხდება", - განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა, როცა ხელს აწერდა აღმასრულებელ განკარგულებას ჯანმოს დატოვების შესახებ. ბრძანებულებას მან ხელი 20 იანვარს, ინაუგურაციის დასრულების შემდეგ, თეთრი სახლის ოვალურ ოფისში მოაწერა.

მეორე დღეს ჯანმომ პასუხი დააბრუნა. ”ვიმედოვნებთ, რომ შეერთებული შტატები გადახედავს გადაწყვეტილებას და ჩვენ ნამდვილად ვიმედოვნებთ, რომ შედგება კონსტრუქციული დიალოგი ყველას საკეთილდღეოდ, როგორც ამერიკელების, ისე მთელი მსოფლიოს ხალხებისთვის", - განუცხადა ჟენევაში შეკრებილ ჟურნალისტებს ჯანმოს სპიკერმა ტარიკ იასარევიჩმა.

განკარგულების აღსრულებას დაახლოებით 12 თვე დასჭირდება. ეს დრო საჭიროა იმისთვის, რომ შეერთებულმა შტატებმა დატოვოს გაეროს ჯანდაცვის სააგენტოს პროგრამები და შეაჩეროს ყველა შენატანი. ამერიკა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყველაზე დიდი ფინანსური მხარდამჭერია, რომელიც საკუთარ თავზე მთლიანი დაფინანსების დაახლოებით 18%-ს იღებს. ჯანმოს ბოლო ორწლიანი ბიუჯეტი 2024-2025 წლებში $6.8 მილიარდს შეადგენდა.

სტუმარი: აკაკი ზოიძე - ჯანდაცვის სპეციალისტი;

#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები