აშშ-ს დიუკის უნივერსიტეტის კვლევების მიხედვით, აშშ-ს ივლისის ბოლოს 300 მილიონი ზედმეტი ვაქცინა ექნება. მკვლევარების განცხადებით, აშშ ვაქცინის დოზებს მიიღებს Pfizer, Moderna, Johnson & Johnson, AstraZeneca და Novavax-ისგან. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
თუმცა აღსანიშნავია, რომ აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას (FDA) ამ ეტაპზე ავტორიზაცია არ მიუცია AstraZeneca და Novavax-ის ვაქცინებისათვის.
კვლევების მიხედვით, აშშ დამატებითი დოზების შენარჩუნების პარალელურად შეძლებს აცრას საკუთარი მოსახლეობის 75%-ი 2 დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, ხოლო 25% - Johnson & Johnson-ის ერთ დოზა ვაქცინით.
გამოცემა წერს, რომ მსოფლიოში ღარიბი ქვეყნების უმრავლესობას დღემდე არანირი ვაქცინა არ მიუღია.
„თუ მდიდარი ქვეყნები ვაქცინებს დროულად არ გაუნაწილებენ ღარიბ ქვეყნებს, ისინი საკუთარი მოსახლეობის მინიმუმ 60% -ის აცრას 2023 წლის ბოლომდე ვერ შეძლებენ“,- აღნიშულია დიუკის უნივერსიტეტის კვლევაში.
მკვლევარების განცხადებით, აშშ-მ COVAX პლატფორმის გაძლიერებას უნდა შეუწყოს ხელი და ხელმისაწვდომი გახადოს ვაქცინის დამატებითი დოზები ღარიბი სახელმწოფოებისათვის.