საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, გასული წლის რვა დეკემბერს, როდესაც იგი პარიზში, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა საქართველოში სტაბილურობის შესახებ ისაუბრეს.
აღნიშნულ შეხვედრაზე, დღეს "TV პირველის" ეთერში საუბრისას სალომე ზურაბიშვილმა თქვა, აშშ-ის პოლიტიკაში არ ჯდება, რომ "ანაკლიაში ჩინეთი შემოვიდეს".
"მე ვუთხარი, რომ საქართველო შეიძლება გახდეს ამერიკისთვის ახალი პრობლემა, რომელიც არასტაბილური შეიძლება გახდეს ან შეიძლება გახდეს კარგი გამოსავალი - ამ შემთხვევაში ტრამპი, რომელიც მოსულია მსოფლიოში, როგორც სტაბილურობის ერთგვარი ჩამომყალიბებელი და ამისთვის იწყებს მოლაპარაკებებს უკრაინაში, რომც იყოს ეს დროებითი ცეცხლის შეწყვეტა, მას არანაირი სურვილი არა აქვს აქ მნიშვნელოვან რეგიონში არასტაბილური სიტუაცია დაიწყოს. მაგალითად სომხეთი ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი გახდა.
აქ სრულებით არ უნდა ტრამპს, რომ ანაკლიაში ჩინეთი შემოვიდეს, ანუ ეს არ ჯდება მათ პოლიტიკაში. მე არა მაქვს უფლება ვთქვა არ უნდა თუ უნდა, ეს არ ჯდება მათ პოლიტიკაში", - განაცხადა ზურაბიშვილმა.




























