მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოპტიმიზმით ველოდებით ტრამპის ინაუგურაციას, რომელსაც "ვერ მოუსწრებს" სალომე ზურაბიშვილი - კობახიძე

კობახიძე

"29 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილს უკვე ეწურება უფლებამოსილების ვადა. შესაბამისად. მისთვის აქტუალური საერთოდ არ არის ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაცია", - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის პასუხად.

კითხვა სალომე ზურაბიშვილისა და ამერიკის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრას ეხებოდა, რომელიც 7 დეკემბერს პარიზში, ღვთისმშობლის ტაძრის გახსნისადმი მიძღვნილი ცერემონიის ფარგლებში გაიმართა.

„ვფიქრობ, 20 იანვრიდან მნიშვნელოვნად შეიცვლება ყველაფერი მსოფლიოში, მათ შორის დამშვიდდება ჩვენი რეგიონი. რა თქმა უნდა, ველოდებით აშშ-ში პრეზიდენტის ინაუგურაციას. ამის დიდი იმედი გვაქვს, რომ 20 იანვრიდან მნიშვნელოვნად დამშვიდება ეს რეგიონი და, რაც დადებითად უნდა აისახოს ჩვენს ქვეყანაზეც. შესაბამისად ქართული საზოგადოება მთლიანად დიდი ოპტიმიზმით ელოდება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას, რასაც სალომე ზურაბიშვილი ვეღარ მოუსწრებს, მას 29 დეკემბერს უკვე ეწურება უფლებამოსილების ვადა. შესაბამისად. მისთვის აქტუალური საერთოდ არ არის ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაცია. ვფიქრობ, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად“, - თქვა კობახიძემ.

შეგახსენებთ, სექტემბერში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს გაუუქმა მიწვევა მიღებაზე, რომელსაც პრეზიდენტი ტრადიციულად მართავს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილე მსოფლიო ლიდერებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები