მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ს შემდეგ ქართული ტრადიციული საწებელი „სპაისელა“ ექსპორტზე ესტონეთში გავიდა

61aa1c2ee2d1f
ვიქტორია მღებრიშვილი
03.12.21 22:47
892

ქართული ტრადიციული საწებელი „სპაისელა“ ექსპორტზე გავიდა - ინფორმაციას ამის შესახებ სავაჭრო-სამრეწველო პალატა ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომპანია "ექსპორტინვესტი’’, რომელიც საქართველოში "სპაისელას" აწარმოებს, მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოსა და ესტონეთის სავაჭრო პალატებისა და ესტონეთში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ ბიზნეს ფორუმში მონაწილეობდა. 

„აღნიშნული ფორუმის ფარგლებში, "ექსპორტინვესტმა’’ მოლაპარაკებები ესტონურ იმპორტიორ კომპანიასთან აწარმოა, რომელიც ქართული საწებლით დაინტერესდა.

ესტონეთი გახდება მეორე ქვეყანა, სადაც ქართული საწებელი „სპაისელა“ ტალინის სავაჭრო ქსელებში გაიყიდება“, - აღნიშნავენ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში.

აღსანიშნია, რომ დღეს, "ექსპორტინვესტის“ პროდუქცია, როგორც ადგილობრივ ქსელურ მაღაზიებში, ასევე ნიუ-იორკის 15-მდე სავაჭრო ობიექტშია წარმოდგენილი. 

კომპანია "ექსპორტინვესტი’’ 2018 წელს ხატია ნიკოლაიშვილმა დააარსა. იგი სამომავლოდ საერთაშორისო ბაზრებზე გასვლასა და პროდუქტის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები