ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებით, მიმდინარე სამხედრო ოპერაციის, „ეპიკური მრისხანების“ ფარგლებში 3 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ხოლო 5 მძიმედ დაშავდა.
აღსანიშნავია, რომ კიდევ რამდენიმე ჯარისკაცმა ნამსხვრევებისგან მსუბუქი დაზიანებები და ტვინის შერყევა მიიღო, თუმცა ისინი უახლოეს პერიოდში საკუთარ სამსახურებრივ მოვალეობას დაუბრუნდებიან. უწყების ცნობით, რეგიონში ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები და საპასუხო ღონისძიებები ამ დრომდე აქტიურ რეჟიმში გრძელდება.
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ არსებული პროტოკოლისა და ოჯახების პატივისცემის ნიშნად, დაღუპული ჯარისკაცების ვინაობა მათი ახლობლების ინფორმირებამდე არ გასაჯაროვდება. შეგახსენებთ, რომ ოპერაცია „ეპიკური რისხვა“ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ წამოწყებული მასშტაბური სამხედრო კამპანიის ნაწილია. მის ფარგლებში მოკავშირეებმა გასული დღეების განმავლობაში ირანის უზენაესი ლიდერი და უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის დიდი ნაწილი გაანადგურეს.




























