მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-მა საუდის არაბეთიდან დიპლომატების გაყვანის განკარგულება გასცა

საუდის არაბეთი და აშშ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საუდის არაბეთში მომუშავე დიპლომატიური პერსონალის უდიდეს ნაწილსა და მათი ოჯახის წევრებს ქვეყნის დატოვება დაავალა. როგორც ირკვევა, ვაშინგტონის ეს ნაბიჯი იემენელი ჰუსიტების მხრიდან სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ ბოლოდროინდელ სასიკვდილო დარტყმებს მოჰყვა.

ინფორმაციისთვის, ამ თავდასხმების შედეგად, დამამის სამოქალაქო აეროპორტში ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა, ხოლო ნავთობსაბადოზე დრონით მიტანილ დარტყმას კიდევ ორი მოქალაქე ემსხვერპლა.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტომი პიგოტმა სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში ჰუსიტების გააქტიურებაზე განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება. მისი განმარტებით, ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება საუდის არაბეთის აეროპორტებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ხშირად უტევს. ეს იერიშები კი მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლს იწვევს და საერთაშორისო ავიამიმოსვლას აფერხებს.

Reuters-ის ინფორმაციით, ოფიციალური ვაშინგტონი დიპლომატთა ოჯახის წევრების ევაკუაციას სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებში განთავსებული მისიებიდანაც გეგმავს. თუმცა, ამ ეტაპზე პიგოტს სხვა რეგიონულ წარმომადგენლობებში მოსალოდნელი ცვლილებები საჯაროდ არ დაუდასტურებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები