მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იემენელმა ჰუსიტებმა ერ-რიადში მდებარე სუვერენული ფონდის ცათამბჯენზე იერიში მიიტანეს

საუდის არაბეთის სუვერენული ფონდის შენობა

იემენელმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში მდებარე სუვერენული ფონდის ცათამბჯენზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაშავდა.

სამეფოს სამოქალაქო თავდაცვის უწყებამ დაზიანებული ობიექტის ფოტოები გაავრცელა. ამ ფოტოებით კი დასტურდება, რომ დარტყმა მეფე აბდულას ფინანსურ რაიონში მდებარე საჯარო საინვესტიციო ფონდის ცათამბჯენზე განხორციელდა. ოფიციალური მონაცემებით, დაშავებულთა შორის საუდის არაბეთის ორი, ინდოეთის ორი, ნეპალის სამი და ეგვიპტის ოთხი მოქალაქეა.

საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით შექმნილი საერთაშორისო კოალიციის პრესსპიკერმა, თურქი ალ-მალიქიმ ფინანსური ცენტრის ერთ-ერთ ცათამბჯენზე მიტანილ იერიშს „მხდალი ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ შესაბამისი უწყებები შემთხვევის ადგილზე გამოძიებას აწარმოებენ.

აღსანიშნავია, რომ თავდასხმა ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰუსიტებსა და საუდის არაბეთს შორის დაძაბულობის ხელახალი გამწვავების ფონზე მოხდა. ეს ბოლო ექვსი დღის განმავლობაში საჯარო საინვესტიციო ფონდის ცათამბჯენზე ჰუსიტების მიერ მიტანილი უკვე მეორე თავდასხმაა, თუმცა წინა იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები