მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო კონფლიქტის "შემსუბუქებამ" შტატების საფონდო ბირჟებზე პოზიტიური გავლენა იქონია

5daea4e8d238e
მიხეილ ხაჩიძე
22.10.19 09:30
927

აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო კონფლიქტის "შემსუბუქებამ" შტატების საფონდო ბირჟებზე პოზიტიური გავლენა იქონია. 

ამერიკული მედიის ინფორმაციით, Dow-Jones-ის ინდექსი 0.2 %-ით გაიზარდა და 26,827 ქულით დაიხურა. ტექნოლოგიურ საფონდო ბირჟა Nasdaq– მა 0.9%-იანი მატება დააფიქსირა და 8162 პუნქტამდე მიაღწია. S&P 500-მა 0.7%-იანი ზრდა მოიპოვა და 3006 ქულით განისაზღვრა.


აღსანიშნავია, რომ "Brexit-ის დრამის" კარგი ფინალის იმედით ევროპულ საფონდო ბირჟებზეც სავაჭრო დღე მომგებიანი იყო. Dax– მა 0.9 პროცენტი მოიპოვა და თითქმის 12,748 ქულაზე მივიდა, EuroStoxx50– მა 0,6 %-იანი მატება მიითვალა და 3600 ქულით განისაზღვრა.


შეგახსენებთ, რომ ჩინეთსა და აშშ-ს შორის რამდენიმე თვიანი მწვავე სავაჭრო დაპირისპირების შემდეგ, მხარეები მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდნენ. არის იმედები, რომ დისკუსიის შედეგად ორი უდიდესი ეკონომიკა შეთანხმებას მიაღწევს.



ჩინეთის მხრიდან მოლაპარაკებების მთავარმა მონაწილემ ლიუ ჰემ გასული კვირის ბოლოს ადგილობრივ მედიასთან "მნიშვნელოვან პროგრესზე" ისაუბრა. აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ეკონომიკურმა მრჩეველმა ლარი კუდლოუმაც გამოთქვა იმედი, რომ მსოფლიოს ორ წამყვან ეკონომიკას შორის შედეგი მიიღწევა. როგორც მან Fox Business Network- ს განუცხადა, თუ მოლაპარაკებები კარგად გაგრძელდება, დეკემბერში დაგეგმილი ტარიფის გაზრდა გაუქმდება.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები