მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-სა და სამხრეთ კორეას შორის სავაჭრო შეთანხმება შედგა - ტრამპი

ტრამპი-ლი

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, სამხრეთ კორეასა და შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო შეთანხმება შედგა, რასაც, დოლართან მიმართებით, სამხრეთ კორეული ვონის გამყარება მოჰყვა - შეთანხმება ვაჭრობაზე დამოკიდებული ეკონომიკისთვის გაურკვევლობის აღმოფხვრის წინაპირობად მიიჩნევა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

"ჩვენ ეს შევძელით, გავაკეთეთ. შეთანხმებას მივაღწიეთ, თითქმის დასრულებულია", - განაცხადა დონალდ ტრამპმა კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ მოწყობილი ვახშმის დაწყებამდე მედიასთან. მხარეებს შეთანხმების დეტალები არ დაუკონკრეტებიათ.

შედეგად, ვონი, დოლართან მიმართებით, 0.54%-ით გამყარდა.

შეთანხმების გარეშე, სამხრეთ კორეულ კომპანიებს, რომლებიც ავტომობილებსა და ფოლადს აწარმოებენ, აშშ-ში ექსპორტზე 25%-იანი ტარიფი აქვთ დაწესებული, ნაცვლად მანამდე შეთანხმებული 15%-ისა. ეს კორეის რესპუბლიკას უსამართლო პირობებში აყენებს იაპონიასთან კონკურენციაში, რადგან ქვეყანას აშშ-სთან 15%-იანი შეთანხმება აქვს.

სამხრეთ კორეის მხარემ კი განაცხადა, რომ ორივე ქვეყანას კვლავ „მკვეთრად“ განსხვავებული შეხედულება აქვს $350 მილიარდი დოლარის საინვესტიციო პაკეტის ნაღდი ფულის ნაწილთან დაკავშირებით, რადგან სეული მის შემცირებას სესხებისა და სესხის გარანტიების წილის გაზრდით ცდილობს.

$350 მილიარდიანი საინვესტიციო პაკეტი აშშ-მა და კორეამ მიმდინარე წლის ივლისში შეათანხმეს. ამერიკულ პროექტებში ფულის ჩადების ვალდებულება კორეის რესპუბლიკამ მიიღო. აქედან $150 მილიარდი გემთმშენებლობაზე გამოიყოფა. დანარჩენი $200 მილიარდი კი ნახევარგამტარების, ბიოტექნოლოგიისა და ბირთვული ენერგეტიკის მიმართულებით დაიხარჯება. ამასთან, ორ ქვეყანას შორის გარიგება მხოლოდ ამერიკულ კომპანიებში ინვესტირებას არ მოიცავს. სამხრეთ კორეამ აიღო ვალდებულება, რომ მომდევნო 3,5 წლის განმავლობაში $100 მილიარდის ამერიკულ ენერგოპროდუქტებს შეიძენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები