მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“აშშ საერთაშორისო წესრიგს ანადგურებს” - გერმანიის პრეზიდენტი

ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი

გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არსებული საგარეო პოლიტიკით საერთაშორისო წესრიგს ანადგურებს. როგორც ქვეყნის პირველი პირი ამბობს, ის მიდგომები, რომლებსაც ტრამპის ადმინისტრაცია ატარებს აჩენს რისკს, რომ მსოფლიო “ყაჩაღების” ხელში აღმოჩნდეს. ანუ იმ ძალის მქონე ქვეყნების, რომლებსაც სუსტი სახელმწიფოების მიმართ სასურველი პოლიტიკის გატარება, მათ შორის, მათი დაპყრობა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე შეეძლებათ.

აღსანიშნავია, რომ შტაინმაიერი ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ კრიტიკული განცხადებებისაგან მუდმივად იკავებს თავს და ცდილობს, სიმბოლური თანამდებობა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გასაუმჯობესებლად გამოიყენოს. ამჯერად, ევროპის მთავარი ეკონომიკური სახელმწიფოს პრეზიდენტმა მოკავშირე სახელმწიფოებსაც მიმართა და განაცხადა, რომ გლობალური დემოკრატია უპრეცედენტო საფრთხის წინაშეა. ამ კუთხით მან ყურადღება ვენესუელაში აშშ-ის სამხედრო და დიპლომატიურ მოქმედებებზე გაამახვილა და პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს დაკავება რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას, ასევე უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას შეადარა. როგორც შტაინმაიერი ამბობს, მსგავსი ნაბიჯებით ამერიკის ხელისუფლება სწორედ იმ საერთაშორისო წესრიგს ანადგურებს, რომელიც მრავალი წლის წინ თავად აშშ-ის ხელმძღვანელობით შეიქმნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები