მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ საგარეო დაფინანსებას არ შეწყვეტს - მარკო რუბიო

რუბიო

შეერთებული შტატები მსოფლიოს მასშტაბით საგარეო დაფინანსების შეწყვეტას არ აპირებს, თუმცა უფრო მეტ ძალისხმევას ჩადებს იმ პროგრამების აუცილებლობის ახსნისთვის, რომლებიც ბიუჯეტიდან დაფინანსდებიან - CBS News-ის ინფორმაციით, ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ დიპლომატებს განუცხადა.

"აშშ საგარეო დაფინანსებას არ მიატოვებს. არა. გავაგრძელებთ საგარეო დაფინანსების მიწოდებას და პროგრამებში ჩართულობას, თუმცა ეს ის პროგრამები უნდა იყოს, რომელთა დაცვაც შეგვეძლება. ისეთი პროგრამა უნდა იყოს, რომლის ახსნაც შეგვეძლება, პროგრამა, რომლის გამართლებაც შესაძლებელია. სხვანაირად, ჩვენ უბრალოდ საფრთხეს ვუქმნით საგარეო დაფინანსებას.

ეს პოლიტიკური საკითხი არ არის, მაგრამ საგარეო დახმარება ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად პოპულარული რამაა, რაშიც მთავრობა ფულს ხარჯავს. ჩემი კარიერის დიდი ნაწილი მის დაცვას და ახსნას დავუთმე, თუმცა ეს უფრო და უფრო რთულდება. თუმცა ჩვენთვის, ვინც საგარეო პოლიტიკის საკითხებს ვუძღვებით, გვესმის მისი მნიშვნელობა," - უთხრა რუბიომ 200-მდე დიპლომატს.

მანამდე მარკო რუბიო გვატემალაში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც USAID-ის პროგრამის ხელმძღვანელმა სააგენტოს ბედზე დაუსვა კითხვა. სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ იმ პროგრამათა სიას, რომელზე მუშაობასაც სააგენტო გააგრძელებს, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე აარჩევდა. ამასთან, რუბიომ იმედი გამოთქვა, რომ თითოეული ქვეყნის ელჩი თავად წარუდგენენ პრიორიტეტული პროგრამების ჩამონათვალს.

თავად რუბიომ აღნიშნა, რომ USAID-ს დიდი წვლილი მიუძღვის, მაგალითად, ებოლასთან, აივ ინფექციასთან და სხვა დაავადებებთან ბრძოლაში, რის დაფინანსებასაც აშშ გააგრძელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები