აშშ საკუთარ მოქალაქეებს ლიბანის დატოვებისკენ მოუწოდებს. შესაბამის განცხადებას ლიბანში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ ლიბანში არსებული ვითარება საკმაოდ სახიფათო და არაპროგნოზირებადი რჩება.
„ახლა თუ ქვეყანაში იმყოფებით, სახელმწიფო დეპარტამენტი შეერთებული შტატების მოქალაქეებს მოუწოდებს, დატოვონ ლიბანი სანამ კომერციული ავიარეისები ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია. შეერთებული შტატების მოქალაქეებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ლიბანში მოგზაურობისგან.
მოქალაქეებს, რომლებმაც გადაწყვიტეს არ დატოვონ ლიბანი, ვურჩევთ გეგმები მოამზადონ საგანგებო სიტუაციებისთვის და მზად იყვნენ თავშესაფრის პოვნისთვის, თუ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება”, - ნათქვამია განცხადებაში.




























