ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ჰუმანიტარული დახმარების სახით, 2000 სწრაფ ტესტს გადასცემს. ამის შესახებ განცხადება საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა გააკეთა.
ამასთან, ელჩის თქმით, საელჩო შეისყიდის და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გადასცემს 100,000 ლარის ღირებულების პერსონალურ დამცავ საშუალებებს.
საქართველოშუ აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის ვიდეომიმართვა:
“ამ სწრაფ ტესტებს COVID-19-ის აღმოჩენა რამდენიმე საათში შეუძლიათ,”- ამბობს კელი დეგნანი.
შეგახსენებთ, რომ USAID-ის გადაწყვეტილებით, საქართველოს COVID-19-თან ბრძოლისთვის $1.1 მილიონი აშშ დოლარის დახმარება გამოეყოფა.