მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეგნანი იმედოვნებს, რომ პარლამენტი საგამოძიებო კომისიის მექანიზმით ისარგებლებს

64465738abc20
მარიამ ვარადაშვილი
24.04.23 14:24
598
საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი იმედოვნებს, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნება. ასე უპასუხა დეგნანმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც პარლამენტში მოსამართლეებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ეხებოდა. 

საქმე ის არის, რომ პარლამენტში მოსამართლეთა საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა ოპოზიციას სურს, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ პლენარულ სხდომაზე რეგისტრაციის გავლაზე სამჯერ თქვა უარი. ამის გამო კომისიის შექმნის საკითხზე კვორუმი ვერ შედგა. კომისიის შექმნაზე დადგენილების კენჭისყრაზე გასატანად აუცილებელი იყო რეგისტრაცია გაევლო დეპუტატების ნახევარზე მეტს, რაც შეუძლებელი იყო საპარლამენტო უმრავლესობის გარეშე. საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად მინიმუმ 50 ხმა იყო საჭირო, რაც, სხდომის გახსნის შემთხვევაში, ოპოზიციას ჰქონდა.

“პარლამენტი ქმნის ამ საგამოძიებო კომისიებს როგორც მექანიზმს, რათა გადახედოს საქართველოს მოქალაქებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს მეტი გამჭვირვალობისა და ინფორმირებისთვის, რაც მოქალაქეებს საშულებას აძლევს უკეთესად იყვნენ ინფორმირებული. ამგვარად, მიზეზი, რის გამოც ეს მექანიზმი შეიქმნა არის ის, რომ პარლამენტმა მოქალაქეები უფრო მეტი ინფორმაციით უზრუნველყოს. ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო მექანიზმია, რაც გამოიყენება ბევრი პარლამენტის, მათ შორის აშშ-ს კონგრესის მიერ. ვიმედოვნებთ, პარლამენტი და მისი წევრები სრულად გამოიყენებენ ამ მექანიზმს, რომელიც მოქალეების ინტერესებისთვისაა შექმნილი”,-აცხადებს დეგნანი.

5 აპრილს აშშ-მა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე დასანქცირების შესახებ განაცხადა. კერძოდ, სანქციები დაუწესდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მიხელ ჩინჩალაძეს; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს, ლევან მურუსიძეს; თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, ირაკლი შენგელიას; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს [ყოფილი მოსამართლე] მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები