მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ მიესალმება პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებას - კელი დეგნანი

64956dc9782e8
BM.GE
23.06.23 14:24
557
“აშშ მიესალმება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით,”- განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა სალომე ზურაბიშვილის მიერ 22 ივნისს მიღებულ გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით.

კელი დეგნანი ამასთანავე აღნიშნავს, რომ ნიკა გვარამიას პატიმრობის საქმე თავიდანვე პრობლემური იყო და მასთან დაკავშირებით საქართველოს პარტნიორები შეშფოთებას გამოთქვამდნენ.

“ეს საქმე პრობლემური იყო დასაწყისიდანვე და ის ამწვავებდა პოლარიზაციას, რასაც უკვე ბევრი წელია ვხედავთ ქვეყანაში. პრეზიდენტის გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი კონტრიბუცია პოლარიზაციის შემცირებისკენ.

პრეზიდენტს აქვს პატიმართა შეწყალების დისკრეცია და მან მკაფიოდ განმარტა, რომ ეს მისი გადაწყვეტილება იყო. აშშ და ევროკავშირი, ანუ საქართველოს მეგობრები ამ საქმესთან მიმართებით თავიდანვე გამოხატავდნენ საკუთარ შეშფოთებას და ეს არის ის, რასაც აკეთებენ მეგობრები. მე მჯერა, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი მის მიერ შეწყალების უფლების გამოყენებას საკმაოდ სერიოზულად უდგება,”- განაცხადა კელი დეგნანმა.

2022 წლის 16 მაისს მთავარი არხის დირექტორს, ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 50 000-ლარიანი ჯარიმა და 3 წლის და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელის შთანთქმის პრინციპით გვარამიას ჯარიმა მოეხსნა და საბოლოო სასჯელად პატიმრობა დარჩა. მოსამართლის განკარგულებით, მთავარი არხის დირექტორი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.

ნიკა გვარამია რუსთავის 2-ის საქმეზე რამდენიმე მუხლით იყო ბრალდებული (ყალბი დოკუმენტაციის დამზადება, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, კომერციული მოსყიდვა და ქონების გაფლანგვა). მოსამართლემ პირველ სამ ბრალდებაში გაამართლა, გაფლანგვის მუხლი კი, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გადაუკვალიფიცირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები