მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, კორუმპირებული აქტორების (მოსამართლეების) პასუხისგებაში მისაცემად ნაბიჯები გადადგას

სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა, მეთიუ მილერმა აშშ-ს მიერ სანქცირებულ 4 ქართველ მოსამართლესთან დაკავშირებით გამოძიებისკენ ოფიციალურ სტრუქტურებს მოუწოდა.

ბრიფინგზე მეთიუ მილერს კითხვა დაუსვეს, ჰქონდა თუ არა რაიმე ტიპის კავშირი ამ თემაზე საქართველოს ოფიციალურ პირებთან.

"თქვენს მიერ ნახსენები სამი სანქცია ამოქმედდა იმ მანკიერი ფიგურების ანგარიშვალდებულების გასაძლიერებლად, რომლებმაც ისარგებლეს დაუსჯელობით და იმუშავეს საიმისოდ, რომ ძირი გამოეთხარათ კანონის უზენაესობისთვის და საქართველოს საზოგადოების ნდობისთვის მათი სასამართლო სისტემის მიმართ. რაც ეხება კომუნიკაციას საქართველოს მთავრობასთან, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ კორუმპირებული აქტორების პასუხისგებაში მიცემის მიზნით ნაბიჯები გადადგას", - უპასუხა მილერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები