მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში ავიაბილეთების ფასები ისტორიულ მაქსიმუმზეა

633683bd0fc1f
თათია კაკიაშვილი
01.10.22 22:23
805

მიმდინარე წლის დღესასწაულებზე აშშ-ში ავიაბილეთების ფასები ბოლო ხუთის წლის მაქსიმუმზეა. ამას Hopper-ის გამოთვლები მოწმობს, რომელიც ბილეთების ფასებს აკონტროლებს.

მადლიერების დღისთვის ორმხრივი ბილეთების საშუალო ღირებულება შიდა ფრენებზე 350 დოლარის ფარგლებში მერყეობს, საერთაშორისო რეისებზე კი 795 დოლარს შეადგენს. ორივე მაჩვენებელი 2019 წლის პანდემიამდელ მონაცემებს 22%-ით აღემატება.

საშობაოდ აშშ-შ შიდა ფრენა საშუალოდ 463 დოლარი ეღირება, ანუ დაახლოებით მესამედით მეტი, ვიდრე COVID-პანდემიამდე იყო. აშშ-ის ფარგლებს გარეთ კი ფრენები 26%-ით გაძვირდა და 1300 დოლარს აღწევს. უნდა ითქვას ისიც, რომ შობის ღამის მსგავს პიკურ დღეებში მოგზაურობა ყოველთვის ძვირი ღირდა, გამონაკლისი არც წლევანდელი წელია. შესაბამისად, ექსპერტები ფრენის დღეების არჩევისას მგზავრებს მოქნილობას ურჩევენ. მაგრამ ახლა, იაფი ბილეთების შეძენა საკურორტო სეზონის ნებისმიერ დღეს რთული იქნება, ამის შესახებ მგზავრებს ბრეტ სნაიდერი, ტურისტული ვებგვერდის Cranky Flier-ის დამფუძნებელი და ავიაკომპანიის ყოფილი მენეჯერი აფრთხილებს.

ექსპერტების თქმით, ფაქტორები, რომლებმაც ავიაკომპანიებზე ამ ზაფხულს უარყოფითად იმოქმედა, შემდეგია: თვითმფრინავების და პერსონალის დეფიციტი, რაც კვლავ ძალაში რჩება. ეს კი ნიშნავს, რომ ავიაბილეთის ფასები, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ისევ მაღალ ნიშნულზე დარჩება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები