მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში ავტომობილების გაყიდვებმა მესამე კვარტალში მოიმატა

5f771b941d664
ნათია თაქთაქიშვილი
02.10.20 21:19
1007
ავტომწარმოებლების უმრავლესობა აცხადებს, რომ აშშ-ში ავტომობილების გაყიდვებმა მესამე კვარტალში მეორე კვარტლის მონაცემებთან შედარებით მოიმატა, მაგრამ ისევ შემცირებული რჩება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

General Motors-ის განცხადებით, ავტომობილების გაყიდვები აშშ-ში 10%-ით არის შემცირებული გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თუმცა მესამე კვარტალში მეორე კვარტალთან შედარებით მოთხოვნა 34%-ით გაიზარდა. როგორც კომპანია აცხადებს, განსაკუთრებული ზრდა სექტემბრის თვეში უფიქსირდებათ.

აშშ-ში ავტომობილების გაყიდვების ზრდაზე ასევე აცხადებს Fiat Chrysler-ი. ავტოკონცერნი აღნიშნავს, რომ მათი გაყიდვები 39%-ით გაიზარდა, თუმცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით შემცირებულია.

ცნობილი ავტომწარმოებელი Toyota სექტემბრის მონაცემებს დეტალურად არ ასაჯაროებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მათი გაყიდვები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.2%-ით არის შემცირებული. აღსანიშნავია, რომ კომპანიის გაყიდვები მეორე კვარტალში 35%-ით იყო შემცირებული, მესამე კვარტალში - კი 11%-ით.

რაც შეეხება ელექტრომობილების მწარმოებელ კომპანია Tesla-ს, კომპანია აცხადებს, რომ მესამე კვარტლის მონაცემებს უახლოეს მომავალში გაასაჯაროებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები