აშშ-ის მაგისტრალის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამერიკული ავტომწარმოებელი Ford გაყიდულ 90 736 ავტომობილს უკან გაიწვევს - მიზეზი ძრავის დაზიანებული სარქველებია, რომლებიც შესაძლოა, მანქანის მართვისას გატყდეს.
პრობლემა რამდენიმე მოდელში გამოიკვეთა, მათ შორისაა 2021-2022 წლების Bronco, F-150, Edge, Explorer, Lincoln Nautilus, და Lincoln Aviator 2.7ლ და 3.0ლ Nano EcoBoost ძრავის მქონე მოდელები.
მარეგულირებლის ინფორმაციით, ძრავის დიაგნოსტიკასა და, საჭიროების შემთხვევაში, დაზიანებული ავტონაწილების ჩანაცვლებას, Ford უფასოდ უზრუნველყოფს.