მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ში ბოლო 24 სთ-ში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

5f05a2ce04aa6
ნათია თაქთაქიშვილი
08.07.20 20:20
996
ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 60 021 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 195 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ეს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა უკვე 3 მილიონს უახლოვდება.

აშშ-ში ვირუსს ჯამში 131,480 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები