მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში დასაქმების ზრდის ტემპი მოსალოდნელზე მეტად შენელდა, უმუშევრობის დონე კი 4.2%-მდე შემცირდა

დასაქმება

ივნისში აშშ-ში დასაქმების ზრდის ტემპი მოსალოდნელზე მეტად შენელდა. არსებული ინფორმაციით, გასულ თვეში ქვეყანაში მხოლოდ 57,000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რითაც 110,000-იანი საპროგნოზო მაჩვენებელი ვერ გამართლდა. ამას გარდა, აშშ-ის შრომის დეპარტამენტმა მაისის სტატისტიკასაც გახადა და დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა 172,000-დან 129,000-მდე შეამცირა. ამ შენელების ფონზე, უმუშევრობის დონე მაისში დაფიქსირებული 4.3%-დან 4.2%-მდე შემცირდა.

როგორც მედია წერს, დასაქმების ტემპის ამჟამინდელი კლება ბოლო სამი თვის განმავლობაში დაფიქსირებული ძლიერი მატების ლოგიკური გაგრძელებაა, თუმცა ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ სამუშაო ასაკის მოსახლეობის მატების დასაბალანსებლად ეკონომიკაში თვეში 50,000-მდე ახალი სამუშაო ადგილი მაინც უნდა შეიქმნას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები