აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ინიციატივით, დასატენი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია გაკეთდება $2-ტრილიონიანი გეგმიდან, რომელიც ქვეყანაში ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით გამოიყოფა. ამის შესახებ Forbes-ი წერს.
გამოცემის მიხედვით, ქვეყანაში დამატებით 500,000-მდე ელექტრომობილების დასატენი მოწყობილებები დამონტაჟდება, რაც კიდევ უფრო გაზრდის Tesla-ს და General Motors-ის ელექტრომობილებზე მოთხოვნას.
Forbes-ი წერს, რომ ამჟამად აშშ-ში ელექტრომობილების გაყიდვების წილი მხოლოდ 2%-ს შეადგენს, რაც ჩინეთის მონაცემებზე თითქმის ნახევარჯერ ნაკლებია.
ელექტრომობილებზე ამჟამად მოთხოვნა, რომ ძალიან მაღალი არ არის, ამაზე Tesla-ს გაყიდვებიც მეტყველებს. მსოფლიოს წამყვანმა ელექტრო მანქანების მწარმოებელმა 2020-ში მხოლოდ 500,000 ავტომობილი გაყიდა, მაშინ როდესაც Toyota-მ და Volkswagen-მა 10 მილიონამდე ავტომობილის რეალიზაცია მოახერხეს.
გამოცემა წერს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია სრულიად უჭერს მხარს ელექტრომობილებზე გადასვლას. როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, 2035 წლიდან აშშ-ში მხოლოდ ელექტრომობილები იმოძრავებს.