მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში, ევროპაში დასვენება არ მინდა, ბაკურიანში ვისვენებ - ეკა სეფაშვილი

ეკა სეფაშვილი

"ხალხის ძალის" დეპუტატი, ეკა სეფაშვილი აცხადებს, რომ აშშ-ის ვიზა აქვს და შეზღუდვაზე ინფორმაცია არ მიუღია. "რუსული კანონის" მხარდამჭერი დეპუტატის თქმით, თუ აშშ-ში არ შეუშვებენ, ეს მისთვის პრობლემა არ არის. ამის შესახებ დეპუტატმა BM.GE-სთან ისაუბრა:

- სავიზო შეზღუდვა არ მოგსვლიათ?

- არ მომსვლია და აშშ-ის ვიზაც მაქვს.

- ჯერ ხომ არ წასულხართ? რა იცით, რომ შეზღუდვა არ გაქვთ?

- ეს საზღვარზე არ ირკვევა.

- თუ შეგეზღუდებათ, თქვენთვის პრობლემა არ იქნება?

- რა თქმა უნდა, არა. თუ შეზღუდვა იქნება, არ წავალ და მორჩა. თუ საქმისთვის დამჭირდება, იქნება ვიზა და წავალ.

- და დასასვენებლად?

- დასასვენებლად ამერიკაში? არანაირად არ მინდა. აქ მირჩევნია. იცით, გადაფრენას რამხელა დრო უნდა? 11-12 საათი თვითმფრინავით. ვიზა საქმისთვის დამჭირდა. აშშ-ში მივდიოდი, უნდა გამოვსულიყავი მოხსენებით, მაგრამ ვერ მოვახერხე, რადგან აქ უფრო მნიშვნელოვანი საქმე მქონდა.

ეკა სეფაშვილთან ინტერვიუ bmg-იმ ბრიტანეთის საელჩოს სავიზო სააპლიკაციო ცენტრთან ჩაწერა. BMG-იმ დეპუტატს ჰკითხა, რა მიზნით მიდის "რუსული კანონის" მხარდამჭერი დეპუტატი ბრიტანეთში:

- ბრიტანეთში რატომ მიდიხართ?

- საქმეზე .

- ბრიტანეთის მაღალჩინოსნებთან გექნებათ შეხვედრა?

- რა თქმა უნდა.

- თემები რა არის?

- საქართველოში მშვიდობა და განვითარება. ევროკავშირის და ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს შევხვდები და ზუსტად მექნება საქართველოს პროგრესზე საუბარი, იმ ღონისძიებებზე საუბარი, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ერთად და კარგად ვითანამშრომლოთ.

- ურთიერთობის გასაუმჯობესებლად მიდიხართ?

- ურთიერთობის გაუმჯობესება ყოველთვის არის და პირველად არ მივდივარ. ივნისშიც ვიყავი.

- დასასვენებლად ბრიტანეთშიც არ გინდათ წასვლა?

- არა

- არცერთ ევროპულ ქვეყანაში არ ისვენებთ?

- არ მინდა [ევროპაში] დასვენება, საქართველოში ვისვენებ.

- საქართველოში სად ისვენებთ?

- ბაკურიანში, ბორჯომში. წელს ჯერჯერობით არსად წავსულვარ. ვმუშაობ", - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები