მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ში FED-ის ხელმძღვანელის წინააღმდეგ კრიმინალური გამოძიება დაიწყო

პაუელი

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ქვეყნის ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელის, ჯერომ პაუელის წინააღმდეგ კრიმინალური გამოძიება ოფიციალურად დაიწყო.

FED-ის თავმჯდომარის განცხადებით, მის წინააღმდეგ აღძრული საქმე ფედერალური რეზერვის შტაბ-ბინის რემონტის ხარჯებს უკავშირდება, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მტკიცებით, კატასტროფულად გაზრდილია და უპრეცედენტო $4.1 მილიარდს აღწევს.

ამასთან, გასულ თვეს ტრამპმა თქვა, რომ პაუელი სახელმწიფო სახსრებს არაეფექტურად განკარგავს, რაც კანონდარღვევაა.

პაუელის თქმით, ის თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და გამოძიების დაწყების მიუხედავად, პირობას დებს, რომ FED-ის მართვის პროცესში სრულ დამოუკიდებლობას შეინარჩუნებს.

ცნობისთვის, რომ პაუელი-ტრამპის დაპირისპირება უკვე წელიწადზე მეტია გრძელდება და მისი გამომწვევი მიზეზი მონეტარული პოლიტიკაა. ტრამპი ფიქრობს, რომ რეფინანსირების განაკვეთი გაცილებით უფრო დაბალი უნდა იყოს, ვიდრე ეს ახლაა განსაზღვრული. საპირისპირო მოსაზრება აქვს პაუელს, რომელიც ამტკიცებს, რომ FED-ის გადაწყვეტილება სწორია და განაკვეთი ზუსტად იქ არის, სადაც უნდა იყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები