აშშ-ის ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელმა, ჯერომ პაუელმა ქვეყნის სახელმწიფო ვალის მდგომარეობა შეაფასა. მისი განცხადებით, 39 ტრილიონი დოლარის ოდენობის დავალიანება ამ ეტაპზე კრიტიკულ საფრთხეს არ წარმოადგენს.
ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ ფისკალური პოლიტიკის ამჟამინდელი ტრაექტორია, გრძელვადიან პერსპექტივაში, არამდგრადია. პაუელმა ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ ეკონომიკასთან შედარებით, სახელმწიფო ვალის ზრდის ტემპი გაცილებით მაღალია, რაც პრობლემას წარმოადგენს.
პაუელის პროგნოზით, არსებული მიმართულების შენარჩუნება ქვეყნის ფინანსური მომავლისთვის კარგად არ დასრულდება.
ამ განცხადების პარალელურად, ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ კონგრესს შესაბამისი ზომების დროულად მიღებისკენ მოუწოდა. პაუელის განმარტებით, დეფიციტის შემცირებაზე მუშაობა რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს, სანამ ვალი უკონტროლო გახდება.




























