მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აშშ-ში გამოჩნდნენ კომპანიები, რომლებსაც საქართველოში მუშაობის ინტერესი აქვთ“ - მამუკა წერეთელი

61f526b7a93b5
ვიქტორია მღებრიშვილი
29.01.22 15:34
1570
ასეთი პროექტების წარმატებით დასრულება პარტნიორი ქვეყნებიდან ინვესტიციების მოზიდვის საშუალებას გვაძლევს - ამის შესახებ ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს პრეზიდენტმა მამუკა წერეთელმა ფოთის ახალი ნავსადგურის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან ფოთის ახალი ნავსადგურის პროექტის განხორციელების საწყისებზე ისაუბრა, რომელიც 10 წლის წინ დაიწყო და აღნიშნა, რომ აშშ-ში ახალი კომპანიების მხრიდან საქართველოში შემოსვლის მიმართ ინტერესი უკვე არის, თუმცა დეტალები არ გაუჟღერებია.

„გამოჩნდნენ კომპანიები, რომლებსაც საქართველოში მუშაობის ინტერესი აქვთ. იმედი მაქვს რამდენიმე კვირაში გვექნება კარგი ახალი ამბავი, იმასთან დაკავშირებით რომ ამერიკის მხრიდან საქართველოსთვის შეიძლება საინტერესო პარტნიორი გაჩნდეს. შესაბამისად, ასეთი პროექტების წარმატებით დასრულება პარტნიორი ქვეყნებიდან ინვესტიციების მოზიდვის საშუალებას გვაძლევს“, - განაცხადა მამუკა წერეთლმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები