ამერიკის შეერთებულ შტატებში ღვინის ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა. როგორც „საქსტატის“ მონაცემებში ვკითხულობთ, წლის 5 თვეში შტატებში 2.988 მლნ დოლარის 486,555 ათასი ლიტრი ღვინო გაიგზავნა, რაც წლიურად 56%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. შედეგად, შტატები ღვინის საექსპორტო ბაზრებში მე-7-დან მე-6 პოზიციაზე დაწინაურდა და ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ბაზარი გახდა.
მაგალითად, რუსეთში, სადაც ყველაზე მეტი ქართული ღვინო იყიდება, ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი 2.7 დოლარია, პოლონეთში 2.4 დოლარი. ამერიკაში კი 1 ლიტრი ექსპორტირებული ღვინის ფასი 6.14 დოლარს უტოლდება.
ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმსხვილესი საექსპორტო საქონლის - ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტი პირველი ხუთი თვის განმავლობაში რეკორდული იყო. „საქსტატის“ ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2024 წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოდან მსოფლიოში 140 მლნ დოლარის ღირებულების 49 474 ტონა ღვინო გაიყიდა, რაც გასული წლის ექსპორტი ღირებულებას 35.9%-ით, ხოლო მოცულობას 38.9%-ით აღემატება.
TOP-10 საექსპორტო ბაზარი:
- რუსეთი - $104.5 მლნ, 38 661 ტონა;
- პოლონეთი - $6.4 მლნ, 2 608 ტონა;
- უკრაინა - $4.9 მლნ, 1 778 ტონა;
- ყაზახეთი - $3.9 მლნ, 1 232 ტონა;
- ბელარუსი - $3 მლნ, 1 073 ტონა;
- აშშ - $2.9 მლნ, 486 ტონა;
- ჩინეთი - $2.9 მლნ, 824 ტონა;
- გერმანია - $2.5 მლნ, 573 ტონა;
- ლატვია - $1.7 მლნ, 457 ტონა;
- ლიეტუვა - $878 ათასი, 141 ტონა.
სტუმარი: იაგო ბიტარიშვილი - “იაგოს ღვინის“ დამფუძნებელი;