მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში ინფლაცია 3%-მდე შემცირდა

64ae9fb40430d
გიორგი თოლორდავა
12.07.23 16:49
490
ამერიკის შეერთებულ შტატებში წლიური ინფლაციის დონე 3%-იან ნიშნულამდე შემცირდა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია და ანალიტიკოსების პროგნოზზე უკეთესი მაჩვენებელია.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას (CPI), რომელიც სურსათისა და ენერგორესურსების ხარჯებს არ ითვალისწინებს, აღნიშნული მაჩვენებელი წლიურ ჭრილში 4.8%-მდეა შემცირებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი ნელდება.

ინფლაციის ტემპის შენელება, პირველ რიგში, ფედერალური რეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებითაა განპირობებული. შეგახსენებთ, რომ FED-მა ძირითადი რეფინანსირების განაკვეთი 5%-მდე გაზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები