მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში ინფლაცია 5%-მდე შემცირდა

6436a53d17331
გიორგი თოლორდავა
12.04.23 16:33
634
ამერიკის შეერთებულ შტატებში წლიური ინფლაციის დონე 5%-იან ნიშნულამდე შემცირდა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია და ანალიტიკოსების პროგნოზთან სრულ თანხვედრაშია.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას (CPI), რომელიც სურსათისა და ენერგორესურსების ხარჯებს არ ითვალისწინებს, აღნიშნული მაჩვენებელი წლიურ ჭრილში 5.6%-მდეა შემცირებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი ნელდება.

ინფლაციის ტემპის შენელება, პირველ რიგში, ფედერალური რეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებითაა განპირობებული. შეგახსენებთ, რომ FED-მა ძირითადი რეფინანსირების განაკვეთი 5%-მდე გაზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები