მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ში ინფლაციის დონემ მოსალოდნელზე მაღალი, 8.2% შეადგინა

63480c17184bd
გიორგი თოლორდავა
13.10.22 17:02
685
ამერიკის შეერთებულ შტატებში სექტემბერში წლიურმა ინფლაციის დონემ 8.2% შეადგინა, რაც ივლისში დაფიქსირებულ რეკორდულ მაჩვენებელთან შედარებით 0.8 პროცენტული პუნქტით ნაკლებია, თუმცა 0.1 პპ-ით აღემატება ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელს.

სტატისტიკის ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, საბაზო ინფლაციის ინდექსი (CPI), რომელიც არ ითვალისწინებს ენერგორესურსებისა და სურსათის ფასებს, ერთწლიან ჭრილში 6.6%-ითაა გაზრდილი და ამჟამად 1982 წელის შემდეგ დაფიქსირებულ უმაღლეს ნიშნულს აღწევს.

ექსპერტების შეფასებით, CPI-ს მოსალოდნელზე მეტად დაჩქარება ფედერალური რეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის დაგეგმილზე მეტად გამკაცრებას გამოიწვევს.

ეკონომისტების განმარტებით, აშშ-ში ინფლაციის მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა რამდენიმე ძირითად მიზეზთანაა დაკავშირებული, მათ შორისაა: პანდემიის პერიოდში მონეტარული პოლიტიკის უპრეცედენტო შემსუბუქება; მთავრობის მიერ ფინანსური დახმარების პაკეტების გაცემა; მიწოდების ჯაჭვების შეზღუდვა; რუსეთ-უკრაინის ომი და კონფლიქტის ფონზე ენერგორესურსებისა და სურსათის მკვეთრი გაძვირება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები