მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში ინფლაცია გაიზარდა

აშშ უოლ-სტრიტი ბირჟა

ამერიკის შეერთებული შტატების სტატისტიკის სამსახური არასახარბიელო მონაცემებს ასაჯაროებს – თებერვალში ქვეყნის მასშტაბით სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი დაჩქარდა. წლიურმა ინფლაციის დონემ 3.2% შეადგინა, რაც 0.1 პროცენტული პუნქტით მეტია ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელთან შედარებით.

ვითარებას განსაკუთრებით ართულებს ის ფაქტი, რომ მოსალოდნელზე მაღალ ნიშნულზეა საბაზისო ინფლაციაც (Core CPI), რომელიც ამჯერად 3.8%-ით განისაზღვრა.

ექსპერტების შეფასებით, ინფლაციის ტემპის დაჩქარება მსოფლიოს მასშტაბით ენერგორესურსების გაძვირებით და გეოპოლიტიკური ვითარების გაუარესებით არის განპირობებული, რაც გარკვეულ პროდუქციაზე ფასების ზრდას იწვევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები