ამერიკის შეერთებულ შტატებში წლიური ინფლაციის დონე 2.8%-იან ნიშნულამდე შემცირდა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 0.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია და ანალიტიკოსების პროგნოზზე უკეთესი მაჩვენებელი.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას (CPI), რომელიც სურსათისა და ენერგორესურსების ხარჯებს არ ითვალისწინებს, აღნიშნული მაჩვენებელი წლიურ ჭრილში 3.1%-იან ნიშნულზეა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი წინა თვესთან მცირედით ნაკლებია.
ინფლაციის ტემპის მოსალოდნელზე მეტად შენელება პოზიტიურ სიახლეს წარმოადგენს და ის ფედერალურ რეზერვს მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებისაკენ უბიძგებს.




























