მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში კეტჩუპის დეფიციტია - CNN

606f0f5b882ad
ნათია თაქთაქიშვილი
08.04.21 23:54
647
აშშ-ში კეტჩუპის დეფიციტია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ქვეყანაში საწებელზე დეფიციტი გასულ წელს დაიწყო, რაც კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება. კერძოდ, მას შემდეგ, რაც აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა დახურულ სივრცეში საკვების მიღება აკრძალა განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა კეტჩუპის ერთჯერად შეფუთვებზე.

კეტჩუპის მწარმოებელი კომპანია Kraft Heinz-ის განცხადებით, კეტჩუპების ერთჯერად შეფუთვებზე ასეთი ზრდა „თან წაღების“ სერვისის გააქტიურებით არის გამოწვეული, ხოლო კომპანია ცდილობს გაზრდილ მოთხოვნას წარმოების შესაბამისი ზრდით უპასუხოს.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ წარმოების გადაწყობაზე, რადგან კომპანია ახლაც ცდილობს მზარდი მოთხოვნის ტემპს დაეწიოს და აპირებს, საწარმოს სიმძლავრე 25%-ით გაზარდოს, რაც 12 მლრდ პაკეტის წარმოების საშუალებას მოგვცემს“, - განაცხადა Kraft Heinz-ის წარმომადგენელმა სტივ კორნელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები