აშშ-ში დასრულდა საპრეზიდენტო არჩევნების ხმების დათვლა.
რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა არიზონის შტატში, ისევე როგორც დანარჩენ „მერყევ“ შტატებში.
საბოლოო შედეგებით, ტრამპმა საარჩევნო კოლეგიის 312 ხმა მიიღო, კამალა ჰარისმა - 226.
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრა თეთრ სახლში 13 ნოემბერს გაიმართება. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივნის, კარინ ჟან-პიერის განცხადებაშია ნათქვამი.
ტრამპმა დაასახელა რამდენიმე ძირითადი პოლიტიკური მიზანი - მათ შორისაა იმიგრაციაზე კონტროლის გამკაცრება, საგადასახადო კანონებში ცვლილებები და კლიმატის დაცვის რეგულაციების შესუსტება.
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.