Cinemark-ი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი კინოთეატრების ქსელის მფლობელი აშშ-ში, 500-ზე მეტი კინოთეატრის გახსნას 17 ივლისისთვის გეგმავს. ამის შესხებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.
Cinemark-ი კინოთეატრის გახსნას ტეხასიდან დაიწყებს და 17 ივლისს ნაჩვენები იქნება დისნეის „მულანი“, ხოლო 24 ივლისს უორნერ ბრაზერის „დოგმა“.
Cinemark-ი ბილეთების გაყიდვას შემცირებული ფასებით გეგმავს და კინოს ბილეთი 5 აშშ დოლარი ეღირება ზრდასრულთათვის, ხოლო ბავშვებისთვის - 3 აშშ დოლარი.
როგორც კომპანია აცხადებს, კინოთეატრები მაყურებლებს ახალი პროტოკოლის მიხედვით მოემსახურებიან, რაც გულისხმობს დარბაზების ხშირ წმენდას და კინო-დარბაზების შემცირებული დროით ოპერირებას.
აღსანიშნავია, რომ Cinemark-ის თანამშრომლები აღჭურვილები იქნებიან ნიღბებით და ხელთათმანებით, ასევე კინოდარბაზებში სტუმრობისას ნიღბების ტარება მოეთხოვება მაყურებლებსაც.