აშშ-ში კორონავირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადადების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ Associated Press-ს ცნობით, ქვეყნის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლები იტყობინებიან.
როგორც Guardian-ი წერს, პაციენტი ჩიკაგოში მყოფი იმ ქალის მეგობარია, რომელსაც ჩინეთის ქალაქ უხანიდან დაბრუნების შემდეგ ვირუსი დაუდასტურდა.
შეგახსენებთ, აშშ-ში დაინფიცირების უკვე ექვსი შემთხვევაა გამოვლენილი.




























