მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევები რეკორდულ ზრდას განაგრძობს

5f1965c0f31e8
ნათია თაქთაქიშვილი
23.07.20 14:44
987
ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ით ინფიცირების 71,000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1,200 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, უკვე მეორე დღეა, ამერიკაში ლეტალური შემთხვევების რაოდენობა 1,000-ზე მაღალია.

საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ამერიკის შეერთებულ შტატებში COVID-19-ის 3, 970,906 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 143,190 პირი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები